ჯო უილსონი – მოხარული ვიყავი შევხვედროდი სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას საქართველოში, ტუნისსა და პაკისტანში დემოკრატიის აღსადგენად

მოხარული ვიყავი შევხვედროდი სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას საქართველოში, ტუნისსა და პაკისტანში დემოკრატიის აღსადგენად, – ამის შესახებ -ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მოხარული ვიყავი შევხვედროდი სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. მას ესმის თავისუფლებისა და დემოკრატიის მნიშვნელობა მსოფლიოს გარშემო. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას საქართველოში, ტუნისსა და პაკისტანში დემოკრატიის აღსადგენად და სირიაზე სანქციების შესამსუბუქებლად, რათა სირიელებს დაბრუნებისა და აღმშენებლობის საშუალება მიეცეთ,” – წერს უილსონი.
უილსონის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოსურათში მას და რუბიოს გარდა კადრში ასევე არიან კონგრესმენი ნილ დანი (რესპუბლიკური პარტია), სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი (დემოკრატიული პარტია) და სენატორი კრის კუნსი (დემოკრატიული პარტია).

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – იმ სრულიად პროვოკაციულ და ტყუილებით გაჯერებულ კითხვაზე, რომელიც ანტიქართული განწყობებით სავსე ჯო უილსონმა დაუსვა მარკო რუბიოს, საკმაოდ აბსტრაქტული პასუხი იყო გაცემული – ნახსენები არ იყო არც „ქართული ოცნება“ და არც საქართველო